პროექტის მიზანი: მოსწავლეები დააკვირდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მეტყველებას და შეეცდებიან გაარკვიონ რომელი სფეროა ყველაზე " გამოჩეული " ,, ბაგეთაგან გამობრწყინებული მარგალიტებით"
ნაბიჯი 1. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთობლივად შეარჩევენ აქტივობებს, რომელთა განხორციელება იქნება საჭირო დასახული მიზნის მისაღწევად.
ნაბიჯი 2. მოვალეობების გადანაწილება.შეიქმნება ჯგუფები,რომელთაც პირობითად დაერქმება ,,ექსპერტთა ჯგუფები". ერთი ჯგუფი იმუშავებს ბეჭდვით მედიაზე, მეორე სატელევიზიო სფეროზე,მესამე ჯგუფი ჩაწერს ინტერვიუებს მათ თანატოლებთან, ასევე ცალკე ჯგუფი დააკვირდრება პოლიტიკოსთა მეტყველებას და ასე შემდეგ...
ნაბიჯი 3 . თითოეული გჯუფი წარმოადგენს კვლევის შდეგებს,ინტერვიუების, ჩანაწერების სახით. შეკრებილ ,,მარგალიტებს" წარმოადგენენ ბროშურის სახით.
ნაბიჯი 4. ექსპერტთა მიერ წარმოდგენილ შედეგებს სპეციალურად არჩეული ,,ქართული ენის სიწმინდის დამცველთა ორგანიზაციის " ექსპერტები შეაჯამებენ და გამოავლენენ საზოგადოების რომელი სფეროს წარმომადგენლები აჩვენეს "მეტიჩრული მარგალიტების სამარცხვინო რეიტინგი ".
ნაბიჯი 5. სპეციალურად შექმნილი რედაქცია გამოსცემს გაზეთს , სადაც შევა ექსპერიმენტის შედეგები და ასევე რეოკომედაციები როგორ უნდა გამოითქვას იგივე ფრაზები ქართულ სალიტერატურო ენაზე.
პროექტზე მუშაობის ვადები: 17 აპრილიდან 20 მაისამდე
პროექტზე მუშაობდნენ: 9 კლასის მოსწავლეები.
საგანი: ქართული ენა
პროექტის ხელძღვანელი:თამუნა ონიანი
პროექტის ვებ–გვერდი:http://tamunaoniani.blogspot.com/